ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ბოლო ორი დღეა,ფეხები მისივდება და მიწითლდება (ტერფებიდან მუხლის ჩათვლით). სამსახურში ვზივარ სულ,და მუდამ კონდიციონერია ჩართული.რისი ბრალი შეიძლება იყოს ? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას,
ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას - საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია – მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები.
ფეხის შეშუპებას მრავალი მიზეზი აქვს, მაგალითად: ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ტრავმული დაზიანება.
ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს, მაგალითად გულის დაავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.
ასევე, დამატებით საჭიროა იმის ცოდნა, ხომ არ ახლავს სიწითლეს – სიმხურვალე, ხომ არ არის სხეულის ზოგადი ტემპერატურა მომატებული, შესაძლოა საქმე ეხებოდეს თრომბოფლებიტს ან წითელ ქარს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას, ექიმი–ანგიოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ანგიოლოგმა გადაგამისამართოთ ექიმ– ინფექციონისტთან.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა