მოგესალმებით,
რადიოსიხშირული აბლაცია და ლაზერული აბლაცია სხვადასხვა მეთოდებია. ორივე გამოიყენება ვარიკოზულად გადაგვარებული ვენების მკურნალობაში.
თუმცა, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალება დღეისათვის არის ე.წ. ლაზერული აბლაცია.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, ხოლო თუ ვიზიტისას გამოიკვეთება სისხლძარღვების დოპლეროგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას: „როცა უმეტესათ წოლით მდგომარეობაში ვარ და ფეხები აწეული მაქვს, თუ არის მიზანშეწონილი წინდის (ჩულქის) გამოყენება.“ დიახ, მიზანშეწონილია. ასევე, ყველა სახის დატვირთვა უნდა წარმოებდეს კომპრესიული ტრიკოტაჟის პირობებში.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!