კითხვა: მოგესალმებით. 72 წლის ქალბატონისთვის ვარიკოზული ვენების გაგანიერება ორივე ფეხზე მკურნალობა ან ოპერაცია დახლოებით თანხაში რა დაჯდება ხომ ვერ გვეტყვით რომ ფინანსური წარმოდგენა გვქონდეს ? მესმის რომ საჭიროა კონსულტაციაზე მოსვლა მესმის რომ პროცედურების გავლაა საჭირო და მერე განისაზღვრება ფასი, მაგრამ უბრალოდ რომ ვიცოდეთ დახლოებითი რა თანხა უნდა გვქონდეს მომზადებული. იქნებ დახლოებითი ფინასური სურათი გაგვიზიაროთ რომ მოვამზადოთ თანხაც და მყარად მოვიდეთ უკვე კონსულტაციაზე. ბოდიშით. მოუთმენლად დაველოდებით თქვენს შეტყობინებას.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ვარიკოზი;
  • ვარიკოზის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში;
  • ლაზერული აბლაცია;
  • ოპერაციის ღირებულება;
  • აქცია – სისხლძარღვების დოპლეროგრაფია ფასდაკლებით.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის და დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით, პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
მეთოდს ეწოდება „ლაზერული აბლაცია”, რომლის ღირებულებაც 1 კიდურზე გახლავთ 2 000 ლარი.

venebis_varikozi


თუ პაციენტი საპენსიო ასაკისაა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაშინ ამ პროგრამით, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 1550 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი არის პაციენტის ასანაზღაურებელი.
რაც შეეხება დანარჩენს, ანუ თანაგადახდის თანხას, ისიც შეიძლება დაფინანსდეს რაიონული გამგეობის მიერ.
ყველა დეტალის გასარკვევად და დაფინანსებისათვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi/16390
კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღებთ სათანადო დოკუმენტებს, ფორმა №100-ს და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დაგიფინანსებთ ოპერაციას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა