ვენური პათოლოგია - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზაფხულის სიცხეებთან ერთად ვენური დაავადებები მწვავდება. ქრონიკული ვენური უკმარისობა კი, ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია.

ვენური უკმარისობის სიმპტომები

  • ტკივილი, რომელიც დგომისას ძლიერდება;
  • ტკივილი, რომელიც ფეხის მაღლა აწევისას მცირდება;
  • ქვედა კიდურების შეშუპება;
  • ზედაპირული ვარიკოზული ვენების არსებობა;
  • ქვედა კიდურების კანის გასქელებას და გამაგრება – ლიპოდერმატოსკლეროზი.

რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მოგახსენებთ.

განგრენა

ეს არის სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც სისხლის მიწოდების შეწყვეტა იწვევს ქსოვილის სიკვდილს. განგრენა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ ძირითადად იწყება ფეხის თითებიდან.
რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო მეტია წარმატების მიღწევის შანსი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-/16390
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა