კითხვა: გამარჯობა.დედაჩემს აქვს გადატანილი ინსულტი. პარალიზებული აქვს მარჯვენა მხარე. აქვს შაქრიანი დიაბეტიც..ახლა შეუსივდა ფეხი კოჭთან..ექიმმა დაუნიშნა ორნოფლექსი,დიოქსაფლექსი..მაგრამ უშედეგოდ.მაინტერესებს რომელ ექიმს უნდა მივმართოთ ან რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე.
ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას.
ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე ინსულტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.
პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ, საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს კვლევები საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.
იშემიური ინსულტის კვლევებში ასევე გამოიყენება:

  • ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.

დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა:

  • სისტემური ვენური თრომბოლიზისი;
  • ენდოვასკულური თრომბექტომია;
  • ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.

ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ასევე, შეიძლება განპირობებული იყოს იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც იწვევს ანთებას ქვედა კიდურების ქსოვილებში, ან ალერგიით. ანთება შეიძლება იყოს ნორმალური პროცესი დაზიანებაზე ან პათოლოგიური, როდესაც ანთება მიდის საკუთარი ქსოვილების მიმართ, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს.
ზოგჯერ შეშუპება, ტკივილი უკავშირდება ცუდად შერჩეულ ფეხსაცმელს და ტერფის არაბუნებრივ დატვირთვას.
მოიყვანეთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები ნევროლოგთან და ანგიოლოგთან.
ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ, შესაბამის–ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნასა და დედის გამოჯანმრთელებაში.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან - ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა