მოგესალმებით,
ე.წ. „გადაკვანძვა“ , ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. იგი უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში.
მისი გამომწვევი მიზეზებია:
● სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონი;
● წვივის კუნთების გადაძაბვა და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავის დაგროვება;
● შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა.
● შესაძლოა გამოვლინდეს, სტრესის დროს, ასევე გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად და სხვა.
იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ, ამიტომ შემოგთავაზებთ, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ttps://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !