დიგიტალური ცერებრული ანგიოგრაფია - ანგიოლოგია

კითხვა: 4 წლის წინ გამისკდა თავში ანევრიზმა შემდეგ დიგიტალურმა ანგიოგრაფიამ გვიჩვენა რომ ისევ საოპერაციო ვარ წელიწადში 1 ჯერ ვიკეთებ ანალიზსს ოპერაცია ვერ გადავწყვიტე მაინტერესებს თუა შესაძლებელი უკონტრასტოდ ანალიზის გაკეთება ?გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვების პარკისებური გაგანიერებაა.
დიგიტალური ცერებრული ანგიოგრაფია, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევა, გახლავთ ინვაზიური მეთოდი, რომლის კონტრასტი თავის ტვინის სისხლძარღვებს ხილულს ხდის. კვლევით კი, ვიღებთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ქსელის რენტგენულ სურათს.
არსებობს კიდევ კომპიუტერული ანგიოგრაფია, აქაც იგივე მეთოდით ხდება კონტრასტის შეყვანა, უბრალოდ სურათის გადაღება და ამ სისხლძარღვების ასახვა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხორციელდება.
ასევე გამოიყენება უკონტრასტო, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.
გამოკვლევის ჩატარება აფიქსირებს სისხლის ნაკადს სისხლძარღვში. თუმცა, მგრძნობელობა შედარებით ნაკლებია ამ მეთოდის მიერ ანევრიზმის აღმოჩენის მიმართ.
აქციის შესახებ ინფორმაცია, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  

https://kirurgia.ge/article/31489/pirvelad-saqartveloshi-chaitaret-kompiuteruli-tomografia-perfuziit-%E2%80%93-tavis-tvinis-kvleva-kapilarul-doneze-- 

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა