სახსრების ტკივილი, ქვემო კიდურების შეშუპება - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ჩემს ბებიას აწუხებს სახსრების ტკივილი,უშუპდება ფეხები,ასევე აქვს წელის ტკივილი,შესაბამისად იკეთებს გამაყუჩებელს სამედიცინო მედიკამენტს " ფლოსტარენს".მედიკამენტის გამოყენების შემდეგ უყუჩდება ფეხების ტკივილი და შეშუპება.15-20 წუთის შემდეგ კვლავ ეწყება ტკივილები.რამდენად ხშირად შეიძლება ამ მედიკამნტის გამოყენება და მაინტერესებს ასევე წამლის უკუჩვენებები . გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათის, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა.
ყველაზე მეტად გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი, რომელიც სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი მოჰყვება, შესაძლოა წელის ტკივილების გამომწვევი მიზეზიც ეს გახლდეს, ამ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
რაც შეეხება ფეხების შეშუპებას მოგახსენებთ, რომ ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:

  •  ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  •  ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები ( ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს);;
  •  თირკმლის დაავადება;
  •  აქილევსის მყესის გაწყვეტა;
  •  მენისკის დაზიანება;
  •  გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
  •  ღვიძლის დაავადებები;
  •  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  •  პრეპარატები.

დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ, დროულად დაიწყოთ ადეკვატური გამოკვლევები, რომელიც თავიდან აგაცილებთ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის დაგეგმვაში.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა