ქუსლის ძვლის დეზი - ანგიოლოგია

კითხვა: დააზიანა მტკივნეული ქუსლი (დეზი)რაუნდა გავაკეთო დროებით რომ გამიყუჩოს ტკივილი?
პასუხი:

მოგესალმებით,
დეზი, იგივე პლანტარული ფასციიტი, არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი, რომელსაც ზეწოლით ახლავს ძლიერი ტკივილი. ტერფის არეში არსებული ტკივილის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. გაშუქებით მოჩანს ძვლოვანი წანაზარდი ქუსლის ძვლის .მისი გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის:

  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა;
  • ტრავმა;
  • ბრტყელტერფიანობა.

გარდა მნიშვნელოვანი დისკომფორტისა, დაავადება იწვევს გაუსაძლის ტკივილს, რომელიც უფრო ძლიერია დილაობით, აგრეთვე ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ ,სიარულის დაწყებისას, განსაკუთრებით კიბეზე ასვლისას.სამწუხაროდ, პრობლემა საკმაოდ რთულად ექვემდებარება მკურნალობას, რის გამოც მის მკურნალობისათვის მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას , თუმცა ასევე მედიკამენტური მეთოდით ხდება მკურნალობა.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული მკურნალობა.


წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა