მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია, როგორც ლაზერული აბლაცია, ისე ენდოვასკულური მეთოდი.
ლაზერული აბლაცია – დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, თუ რომელი მეთოდი იქნება უპრიანი, დისტნაციურად ვერ განვსაზღვრავთ.
აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს შესაბამისმა სპეციალისტმა.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
დეტალების დაზუსტების შემდეგ, ექიმი–ანგიოლოგი, მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ინფორმაციას, ოპერაციის ღირებულებისა და დაფინანსების შესახებ.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
ანგიოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარიკოზული ვენების ოპერაცია რაღირს ორივე ფეხზე
პასუხი: