ორსულობის შემდგომი ვარიკოზი - ანგიოლოგია

კითხვა: მაქვს ორსულობის დროს შეძენილი ვარიკოზი მარა არანაირი სიპტომები,მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი და შესაძლებელია ოპერაციის გარეშე გაქრობა??ამის გამო სულ შარვლით დავდივარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
ორსულობა ნამდვილი გამოცდაა ქალის ვენური სისტემისთვის, რომელიც ამ დროს სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება. ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება „ლაზერული აბლაცია”.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა.
გაცნობებთ რომ უფასო კონსულტაციაზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა