მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის განგრენა;
- სად შეიძლება განვითარდეს განგრენა;
- რომელი დაავადებების დროს იზრდება განგრენის განვითარების რისკი;
- განგრენის ტიპები;
- კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება.
განგრენა არის ქსოვილების სიკვდილი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ბაქტერიული ინფექციის გამო.
განგრენა ძირითადად ვითარდება კიდურებზე, განსაკუთრებით ფეხის, ხელის თითებზე და ხელებზე, მაგრამ იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს კუნთებში და შინაგან ორგანოებში.
განგრენის განვითარების რისკი იზრდება პარელელურად არსებული ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევას, მაგალითად დიაბეტი და ათეროსკლეროზი.
განგრენის მკურნალობა მოიცავს ოპერაციას მკვდარი ქსოვილის მოსაშორებლად, ანტიბიოტიკებს და სხვა მიდგომას.
გამოჯანმრთელების პროგნოზი უფრო საიმედოა თუ განგრენის იდენტიფიცირება ადრე მოხდება და მკურნალობა დროულად დაიწყება.
განასხვავებენ შემდეგი ტიპის განგრენებს:
- მშრალი განგრენა;
- სველი განგრენა;
- აიროვანი განგრენა.
მშრალი განგრენა
ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებს აზიანებს. ამ დროს კიდურის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობის შემცირება და დაცობა შედარებით ნელა - თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში - მიმდინარეობს. ასე რომ, ორგანიზმს საკმარისი დრო აქვს, რომ დამცავი რეაქციით მოახდინოს მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე რეაგირება და დაიწყოს ფიზიოლოგიური დემარკაცია (იგივე იზოლაცია) მომაკვდავი ქსოვილისა ჯანმრთელისაგან, თუ მშრალი განგრენა სველში არ გადავიდა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდურის დაზიანებული ნაწილის ამპუტაციას (მოკვეთას) უხშირესად კოსმეტიკური, გაუტკივარებისა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ.
სველი განგრენა
ვითარდება მწვავედ, ორგანოს მკვებავი სისხლძარღვის უცაბედად დაცობის გამო. რაც მთავარია, სველი განგრენის მთავარი სპეციფიკური ფაქტორი ინფექციის თანდართვაა. პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას დაზიანებული ორგანოს ამპუტაცია უზრუნველყოფს, რადგან სველი განგრენა შესაძლოა შინაგან ორგანოებშიც განვითარდეს: ნაწლავში, პანკრეასში ანუ კუჭუკანა ჯირკვალში, ფილტვებში, როგორც რთული ანთებითი ფორმების უკიდურესი გართულება.
აიროვანი განგრენა
მას ანაერობულ განგრენასაც უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი მიკრობი უჟანგბადო, ანაერობულ პირობებში ცხოველმყოფელობს.
დაავადებას უპირატესად კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერია (Cl. Perfringens) იწვევს. ის უხვად გამოყოფს აირების წარმომქმნელ, ქსოვილთა დამშლელ ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას და უჯრედთა კვდომას.
აღნიშნული ინფექციით დასნებოვნებიდან უკვე 5-6 საათში პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, ვითარდება ცხელება და ტაქიკარდია, კანი მორუხო-მოლურჯო ელფერს იძენს, ჭრილობის კიდეებზე ზეწოლისას ქსოვილებიდან გამოიყოფა აირთა ბუშტუკები, რომელთაც სიდამპლის სუნი ასდით.
პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება და საბოლოოდ ვითარდება შოკი.
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
რთულ, გამოუვალ სიტუაციებში ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია არაორდინალური მიდგომების, მაღალი კლასის ქირურგიული გუნდისა და ულტრათანამედროვე აპარატურის (კომპანია SHIMADZU-ს უმაღლესი დონის ანგიოგრაფი Trinias B12) ერთობლიობა. მაშინაც კი, როცა თითქოსდა მედიცინა განწირულია წაგებისთვის, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ და ვიმარჯვებთ!
კონკრეტულ შემთხვევაში, დასჭირდება თუ არა პაციენტს კიდურის ამპუტაცია, დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, სადაც ბატონი ექიმი–ანგიოლოგი გაუწევს სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!