მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მუცლის აორტის ანევრიზმა წარმოადგენს აორტის კედლის დეფექტს, რის შედეგადაც აორტა იბერება და იღებს ტომრის ფორმას.
მოცემული დიაგნოზი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან პაციენტთა უმეტესობა გულ–სისხლძარღვთა უკმარისობით იღუპება, სამედიცინო დაწესებელებაში გადაყვანამდე.
როგორც წესი, იგი ძალიან ნელა და უსიმპტომოდ ვითარდება. თუმცა, ზოგადად მისი სიმპტომებია:
- ძლიერი, უეცარი და მუდმივი ტკივილები მუცლის არეში, რომელიც რეგულარულია და შესაძლოა, გავრცელდეს მენჯსა და ფეხებზე;
- ჭიპის არეში უჩვეულო პულსაცია;
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა და ღებინება;
- გახშირებული პულსი;
- გულის წასვლა;
- მომატებული ოფლიანობა;
- დაბალი არტერიული წნევა.
დიაგნოზის დასაზუსტებლად კი, ტარდება:
- ულტრაბგერითი კვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- რენტგენოკონტრასტული ანგიოგრაფია;
- ულტრაბგერითი დუპლექსური სკანირება;
- სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია.
აუცილებელია დროულად ჩატარდეს დიაგნოზის დამადასტურებელი კვლევა და შესაბამისი მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში მოვლენების განვითარება.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მოგემსახურებათ მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!