კითხვა: მოგესალმებით. ვარ ძალიან გამხდარი. და ხელებზე განსაკუთრებით მეტყობა ძარღვები. ალბათ ეს სიგამხდრის ბრალიც არის მაგრამ მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე მკურნალობის საშუალება ან კრემები რომ ასე გამოკვეთილად არ მეტყობოდეს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
ხელები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ დატვირთვას, თუ ყოველთვის ქვემოთ არის ჩამოშვებული, ეს იწვევს სისხლის მოდენას და შეგუბებას.
გამხდარ ადამიანს თუ ეტყობა ვენები ეს შესაძლოა ნორმად ჩაითვალოს, გარდა ამისა მამაკაცები, პირიქით ასეთ მოვლენას ძალის გამოვლინებად მიიჩნევენ.
თუ თქვენ გაწუხებთ და დისკომფორტს გიქმნით საკუთარი გარეგნობის ეს დეტალი, დასაწყისში შეიძლება მიმართოთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს:
- მოერიდეთ ხანგრძლივ ფიზიკურ დატვირთვას, ნუ ატარებთ მძიმე ჩანთებს;
- ხშირად აწიეთ ხოლმე ხელები ზევით;
- კვების რაციონში ჩართეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, რაც ვენების ტონუს ამაღლებს და სისხლის რეოლოგიურ თვისებებსაც აუმჯობესებს;
- სისხლძარღვების ტონუსზე დადებითად მოქმედებს კონტრასტული შხაპი.
იმასათვის კი ,რომ დარწმუნდეთ , ეს ფაქტი ჯანმრთელობის პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუ მხოლოდ სიგამხდრესთან, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!