კითხვა: მტკივა თავის მარცხენა მხარე ხშირად გაუსაძლისი ტკივილებით აგრეთვე მარცხენა ხელი ბეჭიდან ფეხის ბოლომდე გათიშული ვარ ხშირად მაქვს აგრეთვე ძლიერი ხველებები პერიოდულად ალერგიის წამლებს როდესაც ვსვამ ფილტვებზე მიხდება მაგრამ თავის ნახევარი მტკივა ძლიერ მაქვს სახეზე შეშუპებები დიაგნოზი ვერ დამისვეს ორი წელია მაწუხებს სახსრებიც იქნებ მირჩიოთ რამე რომ შემიმსუბუქდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ორგანიზმის კაპილარული ქსელიდან სისხლის თხიერი ნაწილი განუწყვეტლივ გაიჟონება ქსოვილებისკენ და უკუშეიწოვება. თუ ამ ორი პროცესის წონასწორობა დაირღვა - კაპილარული ქსელიდან ქსოვილებისკენ დიდი ოდენობის სითხემ გადაინაცვლა, უკუშეწოვა დაქვეითდა ან შეწყდა - შეშუპება განვითარდება.
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად.
შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, მიმართოთ ანგიოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
ასევე, შესაძლებელია ვიზიტისას მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა