მოგესალმებით,
ფეხის ტერფების ტკივილი და სიმხურვალე - შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ ტერფის პათოლოგიით, ისე არტერიული უკმარისობით.
სასურველია ვიცოდეთ, ხომ არ არის გამოხატული სხვა ჩივილები, მაგალითად : ქვედა კიდურების შეშუპება, რაც დილაობით, ლოგინიდან ადგომამდე დაკლებულია.
ასევე, ხომ არ ვრცელდება ტკივილი არამხოლოდ ტერფში, არამედ წვივის კუნთებშიც.
დიაგნოსტირება ძირითადად ეყრდნობა:
- კლინიკურ სურათს;
- ულტრაბგერით კვლევას – კერძოდ კი, დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.
- ტერფის რენტგენოლოგიურქვედა კიდურების არტერიული უკმარისობა კვლევას.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ ექიმი შეარჩევს, დედათქვენისთვის ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ასევე, შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ტრავმატოლოგი.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას. თუ თვლით, რომ თქვენი ემოციურობა ყურადსაღებია, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ნევროლოგთან კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !