ტროფიკული წყლული - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა ჩემ მამათილს გასიებული და გაწითლებული ჰქონდა ფეხები ეხლა გაუჩნდა ჩირქოვანი წყლულები და იქნებ მირჩიოთ რომელ სპეციალისტთან უნდა მივიყვანო ან თუ შეიძლება რომ სურათები გამოგიგზავნით რადგანაც სიარული უჭირს.ან ბინაზე თუ შეიძლება რომ თქვენი კლინიკიდან მოვიდეს ექიმი მადლობა
პასუხი:


მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენი მამამთილის ჩივილის გამომწვევია ტროფიკული წყლული, რომელიც ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეულ შეუხორცებელ ჭრილობას, კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტს ნიშნავს.
ტროფიკული წყლულების 80% ვენური წყლულების წილად მოდის, რაც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა.
წყლული შესაძლოა, განვითარდეს არტერიული პათოლოგიის ფონზეც, ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს. ცალკე გამოყოფენ დიაბეტური ტერფის თანმხლებ წყლულებს. წყლული შესაძლოა, წარმოიშვას სისტემური ისეთი დაავადებების დროს, რომლებიცაა:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ვასკულიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • კანის სიმსივნის შედეგი, თუმცა მათი გავრცელება საკმაოდ მცირეა.

დაავადების განვითარების მექანიზმი, გამომწვევის კვალობაზე, სხვადასხვაა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დიახ, შეგიძლიათ საწყის ეტაპზე არ მოიყვანოთ მამამთილი და ჩატარებული კვლევების მიხედვით ( რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი ) ანგიოლოგთან ერთად დაიგეგმება მკურნალობის მეთოდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა