ოსტეომიელიტი - ანგიოლოგია

კითხვა: მაწუხებს მუხლის ტკივილები.გამუდმებით მაქვს სიმხურვალე.ცივი საფენები მსიამოვნებს.გადავიტანე ოსტეომიელიტი .რამე ამასთან ხომ არ არის დაკავშირებული.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეომიელიტი ძვლის ინფექციაა, დაავადებას ძირითადად სტაფილოკოკური ბაქტერია იწვევს, რომელიც ბინადრობს კანზე ან ცხვირის ღრუში.
ბაქტერიები ან სხვა მიკროორგანიზმები ძვალში სხვადასხვა გზით აღწევენ. მაგალითად, ფილტვების ანთების ან საშარდე გზების ანთების დროს შესაძლოა სისხლში გავრცელდნენ და მიაღწიონ ძვლებამდეც.
მკურნალობისთვის კი, საჭიროა ქირურგიული ჩარევა მკვდარი ძვლის ქსოვილის ნაწილების ამოსაკვეთად , ხოლო ამის შემდეგ ინიშნება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია 6 კვირის განმავლობაში.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. შესაძლოა, თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს როგორც ოსტეომიელიტს, ისე არტერიულ უკმარისობას, რომელიც არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში.
ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანს.
ასევე დასაზუსტებელია, ხომ არ გიშუპდებათ კიდურები.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის შეჯერების შემდეგ, შეგვეძლება მიზეზებზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩატარდეს სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-]  
დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ ექიმი შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
ასევე შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა