ქვემო კიდურების დაბუჟება - ანგიოლოგია

კითხვა: ვარ 50 წლის. სტილისტი. გამუდმებით მაქვს ფეხების შინაგანი ბჟუილი,რაც მიქმნის დისკომფორტს. მაქვს კისრის ოსტეოხონდროზი,კლიმაქსი და ნერვოზი. ფეხების ბჟუილი მაწუხებს ყველაზე მეტად.... მირჩიეთ რა ვქნა????
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობისა და პროფესიის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს დაღლილი ფეხების სინდრომი, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში.
მას ხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:

  • ფეხების დაბუჟება;
  • ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება;
  • შეშუპება წვივების და ტერფის მიდამოში.

ამ პრობლემის განვითარებაში მნიშვნელოვანია:

  • მემკვიდრული ფაქტორი (ბრტყელტერფიანობა;
  • უმოძრაობა;
  • ჭარბი წონა;
  • ნიკოტინის მოხმარება ;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • ყავის ჭარბი მოხმარება;
  • რკინის დეფიციტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • დიაბეტი.

ასევე მიზეზი შეიძლება, იყოს ლიმფის დინების დარღვევა ან სისხლძარღვოვანი (ვენური/არტერიული) უკმარისობა, რომელიც ხშირია ფეხზე მდგომი პროფესიის ადამიანებში.
გარდა ამისა, შესაძლოა იყოს პერიფერიული ნეიროპათია, რადგან, ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან.
დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-/16390
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა