მოგესალმებით,
ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით.
ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება „ლაზერული აბლაცია”.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით , მხოლოდ ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
პრეპარატებზე, მიმოწერის რეჟიში მითითებას ვერ მოგცემთ, სასურველია თქვენც აარიდოთ თავი თვითმკურნალობას, რათა არ გამიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე და თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე ამომწურავად გიპასუხებთ თავად ექიმი–სპეციალისტი.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამოსულია ახალი პრეპარატი ვენური უკმარისობის სამკურნალოდ,დეტრალექსზე უკეთესი,ხომ ვერ მეტყვით რა სახელწოდებისაა?
პასუხი: