ქვედა კიდურების ვენების მალფორმაცია - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ რეგიონიდან ჩამოსვლა მიჭირს. სად არის თქვენი ცენტრი? მაქვს მარჯვენა ფეხზე ვენების მალფორმაცია ექიმმა მითხრა არ შეიძლება ვენების ოპერაციის გაკეთება ამოკვეთაო და შეგიძლია პლასტიკური გაიკეთოოო და მინდა გაკეთება. რამდენად არის შესაძლებელი რომ მოხდეს მისი დაფარვა და არ ჩანდეს. დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ქვედა კიდურების ვენების მალფორმაციული დაავადების მკურნალობისას შესაძლებელია გაკეთდეს ლაზერული აბლაცია.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო,ახლა სპეციალური ლაზერით, პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.
თუმცა, ლაზერული აბლაციით მკურნალობის მეთოდი, დამოკიდებულია მალფორმაციის ფორმაზე.
მიმოწერის რეჟიმში, ვერ განვსაზღვრავთ თქვენს შემთხვევაში შესაძლებელია იქნება თუ არა ამ მეთოდით მკურნალობის ჩატარება, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, მაგალითად, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, რომელიც კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, 

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-

დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ  ექიმი შეარჩევს, მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.

●  ჩვენი კლინიკის მისამართია:  ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი,  ჩაჩავას ქუჩა №5 

 ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა