გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა.
დაავადების პირველი სიმპტომები უპირატესად 20–დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება და როგორც წესი ქალები უფრო ხშირად ავადდებიან.
კლინიკური სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ადგილზე. უხშირესია შემდეგი:
- მგრძნობელობის, წონასწორობის, მეტყველების დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- სექსუალური დისფუნქცია;
- შეკრულობა;
- გულისრევა, ღებინება. ამ 2 სიმპტომის გამო ხშირია გაფანტული სკლეროზის აღრევა ინტოქსიკაციაში;
- ძალის დაქვეითება;
- მხედველობის უეცარი დარღვევა და სხვა.
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი ნიკა კვერნაძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, დაავადების განვითარებას არაერთი რისკ–ფაქტორი უწყობს ხელს, თუმცა გაფანტული სკლეროზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„დაავადების გამომწვევ ბევრ მიზეზთაგან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე, მაგალითად: გენეტიკური მიდრეკილება, ხშირი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები, ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანი დაავადების აქტივობის, პროგრესირების შემცირებაა“, – აცხადებს ბატონი ნიკა.
აღსანიშნავია, რომ გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება არც ისე მარტივია და არსებობს დიაგნოსტირების შესაბამისი კრიტერიუმები.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაფანტული სკლეროზის მართვა შესაძლებელია როგორც გადაუდებელ შემთხვევებში, ისე ამბულატორიულად.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგიურ დეპარტამენტში გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირების მეთოდებია:
- ნევროლოგის კონსულტაცია;
- თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტირებით. კვლევისთვის განკუთვნილია კლინიკის ულტრათანამედროვე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Toshiba Vantage Elan;
- ლუმბალური პუნქცია (თავისა და ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა);
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 30 მაისს აღინიშნება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!