თბილისში ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან გადმოვარდნილი 25 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
კლინიკაში მიყვანისას პაციენტი გონზე იყო, სრულიად ადეკვატური, ნათელი ცნობიერებით.
პაციენტის მდგომარეობის დაზუსტების მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მას ჩაუტარდა სხეულის სრული რადიოლოგიური კვლევები, მათ შორის ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელთა შედეგად მამაკაცს საბოლოოდ მხოლოდ სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა დაუდასტურდა.
რამდენიმესაათიანი დაყოვნებისა და დაკვირვების შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა.
როგორც პაციენტმა ექიმებს განუცხადა, ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და გადავარდა, ხოლო ჰაერში ფრენის შემდეგ ჩავარდა ავტოფარეხში, სადაც პუფები ელაგა.
საბედნიეროდ, ეს უჩვეულო და უაღრესად საინტერესო კლინიკური შემთხვევა სასიამოვნო ფინალით დაგვირგვინდა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!