ნევრასთენია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ნევრასთენია, დამინიშნეს ატარაქსი და ტრანქვიპლანტი თუმცა 6 თვეა ვსვამ და შედეგი არ მაქვს, რით შეიძლება რომ შევცვალო ეს პრეპარატები? შეიძლება ნევროზალი მივიღო??? ან თუ შეგიძლიათ რაიმე სხვა პრეპარარი მირჩიოთ რომ მომიხსნას გაღიზიანება ყველა წვრილმანზე, შფოთვა, დაძაბულობა და აღმიდგეს წონასწორობის შენარჩუნება.... გთხოვთ დამეხმარეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე.
ნევრასთენიის ნიშნებია:

  • საერთო სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • შრომის უნარის დაქვეითება;
  • მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის მოშლა;
  • ყველაფრისადმი განურჩევლობა და ა.შ.

მდგომარეობას ამძიმებს:

  • ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
  • ნიკოტინის ჭარბი მოხმარება;
  • ფსიქოსოციალური ფაქტორების გავლენა.

მეტადრე - ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის კომბინაცია.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს შესაძლოა ზიანის მომტანის იყოს თქვენთვის, ამავე მიზეზით გთხოვთ, თავი აარიდეთ თვითმკურნალობას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში, მისი პრეროგატივაა, შეწყვიტოს, შეაჩეროს ან შეცვალოს დანიშნულება.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა