მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ინსულტი;
- ინსულტის მკურნალობის მეთოდები;
- რა არის თრომბოლიზისი;
- რა არის ენდოვასკულური თრომბექტომია;
- ინსულტის ცენტრი ჩვენს კლინიკაში;
- მეთოდური ჩარევის დრო და კრიტერიუმები;
- რჩევა - ავერსის სარეაბილიტაციო ცენტრი.
დასაზუსტებელია, რომელი ტიპის ინსულტი აქვს გადატანილი პაციენტს?
ზოგადად, ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს - ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, რამდენი წლისაა, სად არის, ან რა ჰქვია.
როგორც მოგახსენეთ, ინსულტს აქვს სხავდასხვა ქვეჯგუფი და კლინიკური პროექტის კლასიფიკაცია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყანს, თუმცა, ისინი ქერქული დაზიანების ნიშნების დიფერენცირებისა და გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არის პირველი კლინიკა საქართველოში, სადაც დაინერგა იშემიური ინსულტის მკურნალობის ორი თანამედროვე მეთოდი ერთდროულად. ეს მეთოდებია: თრომბოლიზისი, ანუ მედიკამენტის ( წამლის ) გამოყენებით თრომბის დაშლა და მეორე, თავის ტვინის სისხლძარღვიდან მექანიკური მეთოდით თრომბის ამოღება, ერთი ჩხვლეტით, ოპერაციის გარეშე.
ამის გამო, ჩვენი კლინიკა აღიარებულია, როგორც ინსულტის ცენტრი და 5 წლის განმავლობაში, უკვე ათეულობით პაციენტი გვყავს გადარჩნილი უეჭველი დაღუპვისა და ინვალიდობისაგან.
აქვე უნდა დავამატოთ, რომ ინსულტის განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის კლინიკაში დროულ მოყვანას - თრომბოლიზისით და ენდოვასკულური თრომბექტომიით წარმატებული შედეგის მიღება შესაძლებელია მწვავე დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომ კი, ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და მათ გამოყენებას აზრი ეკარგება.
თრომბოლიზისი ჩივილების დაწყებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
თრომბექტომიის შემთხვევაშიც მნიშვნელობა აქვს რამოდენიმე ძირითად კრიტერიუმს, ხოლო ჩარევის დროს მიხედვით 4-5 საათამდე პერიოდი იდეალურია. დროის ყველაზე მაქსიმუმი 24 საათი გახლავთ.
თქვენს შემთხვევაში, რაკი გადატანილი ინსულტის შემდგომ პერიოდზე ვსაუბრობთ, საჭიროა დადგინდეს როგორც ინსულტის გამომწვევი, ისე ამჟამად არსებული გართულებების მიზეზები, ვფიქრობთ, საჭირო იქნება ექიმ-რეაბილიტოლოგის ჩართულობაც.
გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შესაბამისი განყოფილება არ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ შეგიძლიათ, ისარგებლოთ ავერსის სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით.
მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი № 16.
ტელეფონი: 032 250 07 00.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!