მოგესალმებით,
დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია ვაწარმოოთ ნებისმიერი კვლევა, რადგან ჩვენი კლინიკა ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, ასევე დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. რის მეშვეობითაც, პაციენტებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
თუ დაგვიზუსტებთ, კონკრეტულად რომელი კვლევით ბრძანდებით დაინტერესებული, მოგაწოდებთ ინფორმაციას.
რაც შეეხება რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე კლინიკაში სარეაბილიტაციო განყოფილება არ გვაქვს.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის ობიექტურად შეფასების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ კვლევებზე, ამის შემდეგ კი, პაციენტს დაენიშნება აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !