მოგესალმებით,
თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ისე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის :
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზებია: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის, რაც შეეხება დიარეას, დასაზუსტებელია მუდმივად გაქვთ ეს სიმპტომი თუ თავის ტკივილის თანმდევია.
ასევე, თუ ძლიერ გამაყუჩებელს იღებთ ტკვილის დროს, შესაძლოა პრეპარატის გვერდით ეფექტთანაც გვქონდეს საქმე.
ხოლო თუ დიარეა მუდმივი ხასიათისაა, შესაძლოა თქვენ გქონდეთ კუჭ–ნაწლავის პრობლემები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გასტროსკოპიული კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !