კითხვა: ხერხემლის გამრუდება 2 -3 ხარისხის სკოლიოზი. როგორ და რომელ სპეციალისტთან ხდება მკურნალობა.ან თუ კომპლექსურად ხდება.პირველად ვის მივმართოთ.წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის გამრუდება, ანუ სკოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ხერხემლის სკოლიოზის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ორთოპედიული გასინჯვა, ასევე ხერხემლის რენტგენოგრაფია პირდაპირ და გვერდით პროექციაში, ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და ოქროს სტანდარტად აღიარებული მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
რაც შეეხება მკურნალობას, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი თავად განსაზღვრავს მეთოდს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტისას თუ საჭიროება მოითხოვს, მკურნალობაში ჩაერთვება ნეიროქირურგი.
ნევროლოგთან და ნეიოროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა