კეფის მიდამოს ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, თავის ტკივილი მაქვს კეფის არეში 5-6 დღეა (წერტილოვნად), მუდმივად. ოდნავ სველი თმით გარეთ გასვლის შემდგომ გამოვლინდა ეს სიმპტომები და რისი ნიშნები შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს ტკივილს კეფის მიდამოში;
  • რა არის კეფის ნერვის ნევრალგია.

რთულია ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
ტკივილი კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
კეფის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა);
  • კისრის სპონდილოზი;
  • კისრის მიდამოს მიოგელოზი.

როგორც მოგვითხრობთ, სველი თმით ბრძანდებოდით გარეთ და ყოველივე ამის შემდეგ გრძნობთ ტკივილს. ვფიქრობთ, ჩივილის გამომწვევია კეფის ნერვის ნევრალგია.

კეფის ნერვის ნევრალგია

ამ დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება. შეტევებს შორის პაციენტი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს.
თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს მკურნალობის მეთოდის შესახებ.
აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგის კონსულტაციას ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681

უშუალო ვიზიტის შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი ქალბატონი თეა შუბლაძე შეაჯერებს მონაცემებს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა