წელის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ვიმშობიარე 6თვის წინ,გვიკეთე გაუტკივარება,ბოლო ორი თვეა მაუხებს ხერხემლის ტკივილი,ქვედა არეში,დაჯდომა ადგომისდროს მტკივა ხერხემლის დაბოლოება,რამდენად საშიშია და როგორ მოვიქცე? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სპინალური გაუტკივარება წარმატებით გამოიყენება საკეისრო კვეთის დროს.
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
თუმცა ცხადია, დისტანციურად კატეგორიული მსჯელობა დაუშვებელია და საჭიროა გარკვეული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.
წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია, მათ შორისაა:

  • ხერხემლის პათოლოგიები;
  • გინეკოლოგიური პრობლემები;
  • რადიკულოპათია და ა.შ.

საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა