მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის თავის ტვინის ანევრიზმა;
- რას იწვევს ანევრიზმა;
- რა არის ჰემორაგია;
- რა არის D-დიმერი;
- ცერებრული ანგიოგრაფია – კვლევის ოქროს სტანდარტი;
- ენდოვასკულური ქირურგია.
თავის ტვინის ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის ლოკალურ დასუსტებას, რომელიც გამოიხატება კედლის დილატაციით და გახეთქვისკენ ტენდენციით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლდენას (ჰემორაგიული ინსულტი).
ანევრიზმა ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს კი, სუბარაქნოიდული სისხლდენა (ჰემორაგია) ეწოდება.
გამსკდარი ანევრიზმა, რა თქმა უნდა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
როგორც წესი, თავის ტვინში ანევრიზმის ჩამოყალიბების მიზეზი არტერიის კედლის სისქის შეთხელებაა.
ანევრიზმები ხშირად არტერიების გაყოფისა და განტოტვის ადგილებში ვითარდება, რადგან სისხლძარღვის ეს ნაწილები უფრო სუსტი და მოწყვლადია.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, D-დიმერი წარმოადგენს ფიბრინის დაშლის პროდუქტს, მისი კონცენტრაცია სისხლში იმატებს თრომბოზების დროს. ტესტის სენსიტიურობა კი, დამოკიდებულია D-დიმერის განსაზღვრის მეთოდზე.
თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომატებული D-დიმერის დონე ყოველთვის არ მიუთითებს თრომბოვასკულურ მოვლენებზე.
ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ცერებრული ანგიოგრაფია.
ხოლო ანევრიზმების ოპერაციული გამოთიშვის მიზნით მივმართავთ ენდოვასკულურ მეთოდს, რომელიც ნაკლებად ტრავმული და მნიშვნელოვნად ეფექტურია ყველა თვალსაზრისით.
ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს.
გასათვალისწინებელია თქვენი ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა კიდევ ბევრი ნიუანსი, რასაც მიმოწერის რეჟიმში ვერ განვიხილავთ.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელთანაც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
უშუალო ვიზიტის დროს, ქალბატონი თეა შუბლაძე გაგიწევთ სათანადო დახმარებას, კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!