მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, ჩივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სახის მეშვიდე ნერვის ანთება ან სამწვერა ნერვის ანთება.
ასევე. მსგავს ჩივილებს იწვევს ყბის სახსრის ართრიტი.
ე.წ. თმის ძირების ტკივილი შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის ისეთმა პათოლოგიამ როგორიცაა ვეგეტოდისტონია.
დიაგნოსტირებისთვის, პირველ რიგში, უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი.
თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი + ნევროლოგის კონსულტაცია , ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
ვიზიტისას შესაძლოა, დიაგნოსტირებაში ჩაერთოს ყბა–სახის ქირურგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ვარ 37 წლის ქალბატონი. მეოთხე დღეა მაქვს თავის მარცხენა მხარეს მწველი ტკივილი, ტკივილი მაქვს თვალის და ყბის მიდამოშიც, მარცხენა მხარეს... ისეთი მოვლითი ტკივილი მაქვს ყბაზე, რომ არ ვიცოდე არცერთი კბილის პრობლემა, რომ არ მაქვს, ვიფიქრებდი კბილიდან გამოწვეული პრობლემაათქო... ტკივილგამაყუჩებელზე მიყუჩდება რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ მეწყება.... დილა იწყება ტკივილით... ღამით მარცხენა მხარეს, საფეთქელსა და ყურში გამალებულ ფეთქვვას ვგრძნობ და მესმის... მოკლედ სასწაულად მეშინია, გარდა იმისა, რომ ამის ატანა შეუძლებელია, ასე მგონია რაღაც საშინელება მჭირს... დღეს საღამოს თმის ძირების ტკივილიც დამეწყო. სასწაულად მტკივა მაშინ როცა ხელს ვკიდებ თმის ძირებს და თმას აქეთ-იქეთ ვწევ თითებით... მირჩიეთ როგორ მოვიქცე, ვის მივმართო და მაინტერესებს თქვენი აზრი, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?... P. S დღეს შეგნებულად არ დავლიე არანაირი გამაყუჩებელი და მთელი დღის განმავლობაში ასე მტკივა ყრუდ და განუწყვეტლად....
პასუხი: