მოგესალმებით,
ამ შემთხვევაში ვერ მოგახსენებთ, რომ წარზიდული მალის პათოლოგიაა სახეზე. რადგან, ის გამოირჩევა გრძელი და გაუყოფელი წვეტიანი მორჩით, რომელიც ხელით ადვილად ისინჯება.
რაც შეეხება ტკივილს, კისერი (კუნთები, იოგები) პაციენტს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო), ან კისრის ტრავმის შოლტისებრი მექანიზმის შემდეგ. კისერში ტკივილის სიმპტომის გაჩენას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების დაჭიმულობა, გადატვირთვა და ა.შ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
თუ კონსულტაციისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !