ქვედა კიდურების დისტალური ნეიროპათია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ოცდახუთი წლის წინ უცბათ დამიქვეითდა ქვედა კიდურებში ძალა გამიჭირდა სიარული დიაგნოზში ჩაწერეს ქვედა კიდურების სპასტიური პარაპარეზი 2012 წელს ავერსის კლინიკაში გავიკეთე ნეირომიოგრაფია პასუხი ასეთია კუნთების მდგომარეობა ნორმალური აღინიშნება ქვედა კიდურებში დისტალური ნეიროპათია მაინტერესებს თუ შეიძლება რა არის დისტალური ნეიროპათია მკურნალობას ან რეაბილიტაციას თუ აქვს აზრი
პასუხი:

მოგესალმებით,

პერიფერიული ნეიროპათია,   იწვევს პერიფერიული ნერვების დაზიანებას,  რომელიც ხშირად განაპირობებს სისუსტეს, მგრძნობელობის დაქვეითებასა და ტკივილს, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება  ტერფების არეში.

პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმული დაზიანებით, ინფექციით, მეტაბოლიზმის პრობლემებით, მემკვიდრული დაავადებებითა და ტოქსინების ზემოქმედებით. პერიფერიული ნეიროპათიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია დიაბეტი.

პერიფერიულ ნერვულ სისტემაში თითოეულ ნერვს კონკრეტული ფუნქცია აქვს, შესაბამისად მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანებული ნერვების ტიპზე ( მგრძნობელობითი, მოტორული , ავტონომიური ნერვები ) .

ზუსტი პასუხისათვის აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ  სპეციალისტთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის კურსს.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა