პალიატიური მზრუნველობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემს ქმარს აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, რომელიც მიიღო 13 მაისს. მას გაუკეთდა ოპერაცია და ახლა ის წევს პალიატიურში_ კომაში.გთხოვთ მიპასუხოთ აქვს თუ არა აზრი მის სხვა კლინიკაში გადაყვანას შეიძლება თუ არა მისი განკურნება.
პასუხი:

მოგესალმებით,
კომა ეწოდება უგონო მდგომარეობას, რომელიც ტვინის ფუნქციათა მოშლის შედეგია.
პალიატიური მზრუნველობა კი, თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია ტკივილისა და სხვა შემაწუხებელი, ხშირად კი მტანჯველი, სიმპტომების მოხსნა.
თქვენს მიერ დასმული შეკითხვა კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის შეფასებას გულისხმობს, რაც სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს.
არაობიექტური იქნება დისტანციურად შეაფასო სამკურნალო ტაქტიკა ისე, რომ არ იცნობდე უშულოდ კლინიკურ მიმდინარეობას და სამედიცინო დოკუმენტებს.
ვწუხვართ, მაგრამ თქვენს მოწოდებული მონაცემების დამუშავება სცილდება ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრირების და ასევე კითხვა–პასუხის ფუნქციონალის მიზნებს. ამიტომ, ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა