თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ,დიდი ხანია მაწუხებს თავის ტკივილები, კვირაში 3 დღე მაინც,ტკივილი მარჯვენა ნახევარში უფრო ძლიერია,ვერ ვიძინებ მარჯვენა გვერდზე, რადგან თავის ტკივილს იწვევს, დილით ვიღვიძებ უკვე თავის ტკივილით, ახლამესამე დღეა დამემატა კისრის ტკივილი, მარჯვენა მხარში ირადიაციით და ტკივილი მარჯვენა მხარეს თ ავზე გადადს,არ მიჩერდება ტრაუმენის მალამოთი,თუ შეიძლება მირჩიეთ რომელ გამოკვლევაზე ჩავეწერო, რა არის თქვენი სავარაუდო დიაგნოზი (ან დიაგნოზები), მადლობა ❤
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით დაგეხმაროთ.
ზოგადად, თავის ტკივილის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა, რაკი მას დაერთო „კისრის ტკივილი, მარჯვენა მხარში ირადიაციით „ ვვარაუდობთ, რომ თქვენს შემთხვევაში ეს სიმპტომი შესაძლოა უკავშირდებოდეს კისრის ოსტეოქონდროზს.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ.
ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. კლინიკის აქციის ფარგლებში კი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias  
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა