კითხვა: გამარჯობა. ვარ 29 წლის.ქუჩაში გასვლისას მაქვს საშინელი დისკომფორტი თავს ცუდად ვგრძნობ თავბრუ მეხვევა თვალები მიჭრელდება და შიში ცუდად გახდომის.ვის მივმართო? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. თავბრუსხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუსხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.თავბრუსხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.

თქვენ შემთხვევაში, როგორც ამბობთ ეს ნიშნები ქუჩაში გასვლას უკავშირდება და სავარაუდოა ,რომ ნერვულ–ემოციური ფაქტორებითაა გამოწვეული . თუმცა, ცხადია ,საბოლოო დიაგნოზს , დისტანციურად ვერ დავსვამთ .

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგის კონსულტაციას და თუ საჭიროდ იქნება მიჩნეული , მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad

ნევროლოგის უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა