მეხსიერების პრობლემა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ცნობილია რომ მეხსიერების გაუმჯობესება ჯანმრთელ ადამიანში მედიკამენტით შეუძლებელია და ამისთვის ვარჯიშები და მორმალური კვებაა საჭირო,მაგრამ გონების მუშაობის მობილიზაციისთვის,დახმარებისთვის თუ არსებობს რაიმე მედიკამენტი რომელიც არ იწვევს მიჩვევას? მაგალითად ნეუროზანის შესახებ რას იტყვით და რეკომენდებულია თუ არა მისი გამოყენება? დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბოლო დროს მეხსიერების გაუარესებას ბევრი პაციენტი უჩივის და ამაში, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ცხოვრების დაძაბული რიტმია დამნაშავე – გადაღლილობა, სტრესი ემოციური ფონი.
ასევე, მეხსიერებას ასუსტებს ზოგიერთი წამალი ( გამაყუჩებლები, სედაციური პრეპარატები) მუდმივი და არასწორი „დიეტა“.
თქვენი მოსაზრება, რომ "მეხსიერების გაუმჯობესება ჯანმრთელ ადამიანში მედიკამენტით შეუძლებელია და ამისთვის ვარჯიშები და მორმალური კვებაა საჭირო", მართალია.
მეხსიერებას აუმჯობესებს სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, ვარჯიში, მოწესრიგებული ძილი, ვიტამინებით მდიდარი საკვები და ა.შ.
რაც შეეხება "ნევროზალს", იგი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედაციური მოქმედება.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მასზე რეკომენდაცია შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა მოგცეთ, თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამიტომ, გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მათ მიღებას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიქტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ ინდივიდუალური მკურნალობის კურსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა