თავის ტვინის ანევრიზმა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დამიდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა და მაინტერესებს როგორ ხდება მისი განკურნება ან რა ჯდება მიახლოებითი ფასი და ამ ავადმყოფობას თუ აფინანსებს სახელმწიფო. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის ლოკალურ დასუსტებას, რომელიც გამოიხატება კედლის დილატაციით და გახეთქვისკენ ტენდენციით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლდენას (ჰემორაგიული ინსულტი). ანევრიზმა ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს სუბარაქნოიდული სისხლდენა (ჰემორაგია) ეწოდება.
გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
თავის ტვინში ანევრიზმის ჩამოყალიბების მიზეზი არტერიის კედლის სისქის შეთხელებაა. ანევრიზმები ხშირად არტერიების გაყოფისა და განტოტვის ადგილებში ვითარდება, რადგან სისხლძარღვის ეს ნაწილები უფრო სუსტი და მოწყვლადია.
მიუხედავად იმისა, რომ ანევრიზმა თვის ტვინის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს, ისინი ძირითადად თავის ტვინის ქვედა ნაწილში ყალიბდებიან.
ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ცერებრული ანგიოგრაფია.
ხოლო ანევრიზმების ოპერაციული გამოთიშვის მიზნით მივმართავთ ენდოვასკულურ მეთოდს,რომელიც ნაკლებად ტრავმული და მნიშვნელოვნად ეფექტურია ყველა თვალსაზრისით. ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს.
თქვენს შემთხვევაში , მკურნალობის დასაგეგმად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეიროქირურგ გიორგი ეგუტიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს და კომპეტენციის ფარგლებში, მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.
უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა