თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს შეკითხვა. ჩემს შვილის 10 წლის ასაკში კლასელმა ჩაარტყა ჩოგანი შუბლში. ჰქონდა ძალიან დიდი კოპი სილურჯით. ეხლაც ძვალი ცოტა გამობურცულია. მაშინ გავაკეთეთ ტომოგრამა და ყველაფერი წესრიგში იყო. გავიდა 7 წელი. ბოლო 4 დღეა ბავშვი თავს იტკიებს. მინდა დავმშვიდდე, რომ იმ ძველ ტრავმას არაფე რი დაზიანება არ გამოუწვევია დროთა განმავლობაში. რა კვლევა უნდა ჩავუტარო ( რომელ აპარატზე) რა კვალიფიკაციის, ასაკის და გამოცდილების არის ის ექიმი, რომელიც ამ კვლევას ჩაატარებს. დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ ძველი ტრავმა ხანდაზმულ ვადაზე ჩივილებს არ გამოიწვევდა. მითუმეტეს თუ ტომოგრაფიული კვლევით პათოლოგია არ გამოვლინდა.
აუცილებელია, პირველ რიგში გაიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია. რომელიც ანამნეზური მონაცემების მიხედვით, მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე, რომლის შემდეგაც დასვამს დიაგნოზს და შეარჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით, რომლებიც ხელმძღვანელობენ თანამედროვე გაიდლაინებითა და მკურნალობის აპრობირებული მეთოდებით.
შესაბამისად, შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა