შფოთვითი აშლილობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 28 წლის თავიდან ექიმს მივაკითხრე უძილობის ჩივილით ანუ (ვიყავი სუსტად, ემოციურად, ისედაც ემოციური ვარ... სუნთქვის გაძნელება მქონდა თითქოს ვაკონტროლებდი ჩემ სუნთქვას, როდის ჩამესუნთქა და ამომესუნთქა, და ეს დამღლელი იყოო, ღამეც მიჭირდა ძილი, ვერ ვისვენებდი, მგზავრობისას ხანდახან ,ვალიდოლი მჭირდებოდა'' ანუ გულისწასვლის შეგრძნება რო გაქ ისე, შეიძლება ემოციური ფონის გამო და კიდე ისეთი მომენტი როდესაც საქმე მოგვარებულაი და შენ მაინც იწყლეტავ ტვინს.. ზედმეტად ტვირთავ ტვინს ასე ვთქვატ...) ამ სიმპტომებით მივაკითხე, და გამომიწერა აციპრექსი და მედაზეპამი,ანუ დამამშვიდებელი, და მიშველა ძილიც გამომიკეთა, შედარებით უკეთ ვიყავი აღარც ვალიდოლი მჭირდებოდა მგზავრობისას, მერე რო გამითავდა ეს პრეპარატები, რაღაც ისევ ისე გავხდი, და იმავე სიმპტომებით მივაკითხე და ისევ იგივე წამლები დამინიშნა, ახლა მოვრჩი ამ წამლებს, და აღარ ვსვავ, მაგრამ სულ მაგ წამალზე ხომ არუნდა ვიყო რო ნორმალურად დავიძინო, და ემოციურად არ ვიყო, ამ ბოლო დროს დამეწყო ხელების და ფეხების გაყინვა, და სისუსტე თითქოს გონება უნდა დაკარგო და ღრმად სუნთქავ, და ისეთი შეგრძნება თითქოს ტვინს სათანადო ჰაერი არ მიეწოდება და მაგის გამო ვარ სუსტად და გონების დაკარგვის შიში და სისუსტე, არადა წნევა რამდენჯერაც გავიზომე კარგი მქონდა, ჟანგბადის მიწოდებაც, ანუ სასწრაფომაც გამსინჯა, რავიცი რა ვქნა რას მირჩევთ, ვარჯიშების დროს უფრო დისკომფორტში ვარ, ანუ არ ვივარჯიშო ხომ? ვარჯიშს ვგულისხმობ , ელემენტარულს მარტივს, თუმცა ამის დროსაც ცოტა დისკომფორტი მაქ, ხოარ ჯობია ვიარო უბრალოდ... ან იქნებ შიდა ქალის წნევა მქონდეს, მარა თავი არც თუ ისე ხშირად მტკივა, ( თუმცა შიდა ქალის წნევას სხვა სიმპტომებიც ახასიათებს) როგორც ვიცი და მითხრეს ორგანული არაფერი არ მაქ, და ეს ჩემით უნდა "ვუშველო" ჩემ თავს როგორც ნევროლოგმა მითხრა, ანუ ხელი შევუწყო ძალიან გთხოვთ დროულად მიპასუხოთ, ძალიან დისკომფორტში ვარ, (( ზოგადად ემოციური ვარ, იმით კიარ გამოვხატავ, ვყვირი ან , ვღრიალებ ... ანუ ჩემი ორგანიზმი დადებით თუ უარყოფით მოვლენებზე ძაან მგრძნობიარეა ანუ შეიძლება რაღაცას ველოდებოდე, დაძაბული როგორც სხვა რიგ შემთხვევაში სხვა ჩვეულებრივ აღიქვავდა,,,
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობისა და დასახელებული მედიკამენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ საქმე ეხება შფოთვით აშლილობას.
ზოგადად, შფოთვა ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიექტური ასახვაა და ის რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს.
შფოთვა ყველა ადამიანს უგრძვნია, რადგან ეს არის სტრესული მოვლენის გამო გამოვლენილი რეაქცია.
რაც შეეხება თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევას, ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული, თუმცა თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა ეს კვლავ ნევროლოგიურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.
ამიტომ, ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
თუ გაინტერესებთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც შევძლებთ გაგცეთ ამომწურავი პასუხი და დაგინიშნოთ მკურნალობა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:     https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა