სამწვერა ნერვის ნევრალგია - ნევროლოგია

კითხვა: მამაჩემს აქვს სახეზე სამწვერა ნერვის ანთება,85 წლისაა,აქვს ტკივილი,ვასმევთ კარბამაზეპინს,მაგრამ მაინც ტკივა.იქნებ რამე მირჩიოთ,რომ ტკივილი შევუჩეროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სამწვერა ნერვის ნევრალგია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მწვავე ტკივილით მიმდინარე დაავადებაა ნევროლოგიაში. იგი ფესვის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური სიმპტომია შეტევისმაგვარი ტკივილი მისი ინერვაციის ზონაში, რასაც წინ უსწრებს დაბუჟება.
პათოლოგიის გამწვავებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები როგორებიცაა:

  • დიაბეტი;
  • ცხვირის დამატებითი ღრუების და კბილის ანთებითი პროცესები;
  • გრიპი და ა.შ.

სამწვერა ნერვის ნევრალგია მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, რაც მოიცავს:

  • პრეპარატებით მკურნალობას;
  • სხვადასხვა სახის ფიზიოპროცედურებს;
  • აკუპუნქტურას.

სიმპტომატური ნევრალგიის დროს კი, აუცილებელია ძირითადი დაავადების ლიკვიდაცია.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ. ასევე გირჩევთ, თავი აარიდეთ დამოუკიდებლად პრეპარატების მიღებას, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოთ უკუეფექტი.
დაუკავშირდით ან მიიყვანეთ მამა მკურნალ ექიმთან და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება შეგიძლიათ, პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაენიშნება მამათქვენს თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა