ტკივილი ნეკნის არეში - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.მარცხენა ნეკნის ქვეშ ,ჭამის დროს მაქვს წვა(ხანდახან).ექოსკოპიურად მუცლის ღრუში არაფერი არ ისახება.ვის მივმართო ამ პრობლემის მოსაგვარებლად
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს ნეკნის ტკივილს;
  • სიმპტომები;
  • კლინიკის აქცია.

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
შესაძლოა ეს იყოს ნეკნთაშუა ნევრალგია, სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმული ხასიათის. ძალიან ხშირად პაციენტები ნეკნთაშუა ნევრალგიას ურევენ ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს კუნთების ტკივილში, გულმკერდის ტრავმული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.

neknis_tkivili


კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ აქციას, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ, 50%-იანი ფასდაკლებით ჩაიტაროთ ნევროლოგის კონსულტაცია, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
კონსულტაციის გავლის შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა