ფეხის დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ,რატომ ვგრძნოფ მარჯვენა ფეხში სიმძიმეს და ფეხის გულის ოდნავ დაბუჟებას.აგრეთვე ფეხი ხშირად მიხურდება.ამასთან ერთად იგივეს ვგრძნობ მარჯვენა ხელზეც.ამას ღამეც ვგრძნობ და დღისითაც.მგონია რომ მთელი დღე მარჟვენა ფეხზე ვიდექი. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ანალოგიურ შეკითხვაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღწერთ მხოლოდ მარჯვენა ფეხის სიმძიმესა და დაბუჟებას, შესაძლოა, ნევროლოგიური პათოლოგიის გარდა საქმე ეხებოდეს როგორც ტრავმატოლოგიურ ისე ანგიოლოგიურ პრობლემებს.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა, შეგერჩევათ საჭირო კვლევა, ხოლო ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia 

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა