დისკოს თიაქარი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ხელების სახსრები, კერძოდ თითები და მიჭირს მუშტის შეკვრა. სხვაგან არ უჩივი სახსრებს და ვის უნდა მივმართო და რამე აქცია თუ გაქვთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება.
ხერხემლის მალებს შორის რბილი, ჟელესმაგვარი ნითიერებით სავსე დისკოებია მოთავსებული. ისინი ხერხემალს მოქნილობას ანიჭებენ. ასაკთან ერთად დისკოები ზიანდება, მათი ამორტიზაციის უნარი მცირდება. დისკოს თიაქარი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
შესაძლებელია ეს იყოს ნევრიტი, რომლის დროსაც ადგილი აქვს მუშტის შეკვრის პრობლემებს, ასევე შესაძლებელია საქმე გვქონდეს მედიალურ ეპიკონდილიტთან, ამ დროს შეიძლება მუჭის შეკვრა მტკივნეული იყოს.
დისტანციურად ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა რთულია.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს. ექიმი-სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, უშუალო ვიზიტისას, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა