მოგესალმებით,
პრეპარატი „დონორმილი“ მისი რეცეპტის მიხედვით, არის სედაციური და აქვს საძილე ეფექტები, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევების მკურნალობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. ხოლო რეკომენდაციისათვის, გაგრძელდეს თუ არა ამ მედიკამენტით მკურნალობა, აუცილებელია – ექიმთან კონსულტაცია.
დონორმილის გვერდითი მოვლენებია:
- ძილიანობა დღის განმავლობაში;
- ყაბზობა;
- პირის სიმშრალე;
- აკომოდაციის დარღვევა;
- გაძნელებული შარდვა.
ნებისმიერ შემთხვევაში, არ გირჩევთ დამოუკიდებლად თვითმკურნალობას. ყველა მედიკამენტს, მათ შორის მცენარეულსაც აქვს უკუჩვენებები.
მიმართეთ ოჯახის ექიმს. ხოლო, თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
ექიმი–სპეციალისტი ანამნეზის შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის, ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!