კითხვა: დედა არის 80 წლის ცხოვრობს რეგიონში აქვს დიაბეტი ბოლოდროს აღენიშნება ძლიერი თავბრუსხვევა ღებულობს ბეტასერკს დიდის დოზას დღეში ერთჯერ თუ შეიძლება გვირჩიეთ თავბრუსხვევის უფრო ძლიერი წამალი და მიღების დოზები წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
დიაბეტი ადამიანში ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, ხოლო უპირველესად დიაბეტის მავნე ზემოქმედება ვლინდება სისხლძარღვების და ნერვულ სისტემებზე, რითაც შესაძლოა აიხსნას დედათქვენის შემთხვევაში თავბრუსხვევები.
დიაბეტის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან პაციენტის დაზღვევის ძირითადი მეთოდი, დიაბეტის სწორი მართვა, დიეტის და ცხოვრების რეჟიმის პერმანენტული დაცვაა.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, აუცილებელია მდგომარეობა შეფასდეს სპეციალისტის მიერ.
როგორც წინა შეტყობინებაში შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ნევროლოგთან, რომელთან კონსულტაციაც აქციის ფარგლებში უფასოა.
უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა