გარდამავალი გლობალური ამნეზია (TGA) - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, 1 თვის წინ ჩემს ცოლს შევამჩნიე რომ რაღაცნაირად იქცეოდა რაღაცაზე ვიკამათეთ და ნერვიულობის და სტრესის შედეგად დაეწყო ასეთი რამ... ბოდვები უაზრო შეკითხვები და ხმამაღლა ამბობდა მოვრჩეთო... ეს გაიმეორა 10-15 ჯერ ერთი და იგივე ეს მდგომარეობა და გაურკვეველი საუბარი გრძელდებოდა 10-15 წუთი.... ასე მაგ შემთხვე ვის შემდეგ რამოდენიმეჯერ ისევ განმეორდა ნერვიულობის შედეგად ემართება ასე ექიმთან მყავდა დაუდგინეს გარდამავალი გლობალური ამნეზია გასაუბრების შედეგად... მაინტერესებს რამე გამოკვლევები ხომარ იყო საჭირო და უბრალოდ გასაუბრება საკმარისია ამ დგომარეობის შესასწავლად ორი წამალო გამოუწერეს სახელი აღარ მახსოვს ერთი როგორც ვიცი დამამშვიდებელია დილას საღამოს უნდა მიიღოს დ ა მეორე ტვინის უკეთ მოქმედებისთვის... 1 კვირაზე მეტია ამ წამლებს ღებულობს კარგად გრძნობდა თავს ვიკამათეთ კიდეც რაღაცაზე და კარგად იყო ყველაფერი გუშინ არ დალია წამალი( დაავიწყდა) და ისევ იგივე შემთხვევამ ზედიზედ ორჯერ იჩინა თავი არის თუ არ არის სანერვიულო ნერვიულობს და სტრესში ვარდება... იქნრბ დაგვეხმაროთ როგორ მოვიქცე ან როგორ მოიქცეს მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის გარდამავალი გლობალური ამნეზია;
  • გარდამავალი გლობალური ამნეზიის სიმპტომები;
  • რას გულისხმობს ნევროლოგიური გამოკვლევა;
  • დიაგნოსტირების მეთოდი.

გარდამავალი გლობალური ამნეზია (TGA) ეს არის მეხსიერების დაკარგვის უეცარი, დროებითი ეპიზოდი, რომლის განვითარების დროსაც პაციენტი ვერ იხსენებს ბოლოდროინდელ მოვლენებს, მაგალითად სად არის ან აქ როგორ მოხვდა.
შესაბამისად, იგი განაგრძობს ერთი და იმავე კითხვების გამეორებას, რადგან არ ახსოვს ის პასუხები, რაც ახლახან მიიღო.
მდგომარეობა ყველაზე ხშირად გამოვლენილია საშუალო ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
ამნეზიის ეპიზოდები, ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე საათის განმავლობაში.
რაც შეეხება სიმპტომს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი გამოვლენილია მთავარი სიმპტომით – ახალი მოგონებების ფორმირების და ახლო წარსულის გახსენების უუნარობით.

gardamavali_globaluri_amnezia

გარდამავალი გლობალური ამნეზიის დიაგნოსტირება ემყარება დიფერენცირებას ისეთი დაავადებებისგან, რამაც შეიძლება, მსგავსად გამოიწვიოს მეხსიერების უეცარი დაკარგვა, მაგალითად:

  • ინსულტი;
  • ეპილეფსია;
  • თავის ტრავმა.

პროცესი იწყება ნევროლოგიური გამოკვლევით:

  • რეფლექსების შემოწმება;
  • კუნთების ტონუსისა და სიძლიერის შეფასება;
  • სენსორული ფუნქცია;
  • კოორდინაციისა და ბალანსის შეფასება;
  • კითხვები აზროვნების, განსჯის და მეხსიერების შესამოწმებლად.

გარდა ამისა, თავის ტვინის ელექტრული აქტივობისა და სისხლის მიმოქცევის პათოლოგიების გამოსავლენად ტარდება კლინიკური კვლევები:

რაც შეეხება მკურნალობას, დაავადებისთვის განკუთვნილი სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. კონსერვატიული მიდგომა ეხმარება პაციენტს ემოციური სირთულეების დაძლევასა და თავის ტვინში სისხლის მიმოექცევის გაუმჯობესებაში.
აუცილებელია ფსიქოლოგიური თანადგომა, აგრძნობინეთ, რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის, აუხსენით, რომ ყოველგვარი სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი, აღუთქვით დახმარება და მხარდაჭერა, ნუ დააკნინებთ იმ პრობლემებს, რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას. ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მოიყვანოთ მეუღლე ნევროლოგთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა