მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ საქმე ეხება კარდიოფობიას, რომელზეც შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
გულის ნევროზი იგივე კარდიოფობია ხშირად დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორებიცაა:
- ნერვულ-ემოციური სტრესი;
- გადაღლა;
- აღელვება;
- ქრონიკული ინფექცია;
- ჰორმონული დარღვევები.
ასევე, გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.
ხშირად აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
- გულის ფრიალი;
- ოფლიანობა;
- ფიზიკური სისუსტე;
- დაღლილობის შეგრძნება.
- შესაძლოა, განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით:
- ყლაპვის გაძნელება;
- ბოყინი;
- ტკივილი მუცელის არეში;
- შებერილობა;
- ფაღარათი;
- ხველა;
- ტკივილი კიდურებში;
- მოუსვენრობა;
- შფოთვა;
- შიში.
როგორც მოგვითხრობთ ჩატარებული გაქვთ კარდიოგრამა და კარდიოლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა. შესაბამისად გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, რომ თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!