თავის ტკივილი, ართროპლასტიკა - ნევროლოგია

კითხვა: 1. გამარჯობა, დედაჩემი, რომელიც არის 74 წლის, უჩივის დღეში რამდენჯერმე ძლიერ მოვლით ტკივილებს თავის არეში, მოულოდნელად, იქნებ როგორმე შეძლოთ დახმარება 2. 2წლის წინ)გაიკეთა მუხლის სახსრის ოპერაცია, განლევის გამო ჩაისვა ხელოვნური სახსარი, დღესაც 2 წლი შემდეგ აქვს თითქმის ყოველთვის შესიებული ნაოპერაციები და მსუბუქი ტკივილი, ბუნებრივია ეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს:

  • ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს;
  • იზოლირებული და გავრცობილი;
  • მწვავე;
  • მოპულსირე და ყრუ;
  • თანდათანობით განვითარებული;
  • უეცარი;
  • მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე და ა.შ.

ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:

  • ტვინის გარსების პათოლოგია;
  • ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
  • თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება;
  • ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
  • ქალასშიგა წნევის მომატება;
  • ჰიპერტონია;
  • ჰიპოტონია;
  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა.

ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
თქვენს შემთხვევაში პასუხის გაცემა გამომწვევ მიზეზებზე, მიმოწერის რეჟიში შეუძლებელია.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ართროპლასტიკას (სახსრის ენდოპროთეზირება) როგორც ყველა სხვა ქირურგიულ ჩარევას, ახლავს სტანდარტული გართულებები. მათი დიდი ნაწილი დამოკიდებულია როგორც სახსრის დაზიანების ხარისხზე, ისე ორგანიზმის მზადყოფნაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს უცხო სხეულის ფაქტორს.
ეს დამოკიდებულია როგორც საკუთრივ იმპლანტის ხარისხზე, ისე ორგანიზმის თავისებურებებზე.
სწორედ ამიტომაა საჭირო ოპერაციის შემდეგომი დაკვირვება დინამიკაში, რომელის ვადებსაც თავად სპეციალისტი ადგენს. ამ შემთხვევაში გირჩევთ, მიმართოთ კვლავ მკურნალ ექიმს, რომელიც შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაუნიშნავს დედათქვენს შესაბამის მკურნალობას.
რაც შეეხება თავის ტკივილს, ამ შემთხვევაში, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა + ნევროლოგის კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა